სხვა

17:53 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაზაძე ევროპელთა შორის მეორეა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარებული გრან პრის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების ხმლით მოფარიკავეთა საკვალიფიკაციო ინდივიდუალური რეიტინგიც განახლდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 32 ქულით კვლავ 2 საუკეთესო ევროპელს შორისაა და უახლოეს მდევართან უპიარატესობაც გაზარდა.
ევროპელებიდან სანდროს წინ მხოლოდ გერმანელი მაქს ჰარტუნგია, რომელსაც 92 ქულით სულაც პირველი ადგილი უკავია.

0.119763