„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ბრაზილიელმა რივალდომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოსვლისთვის „ბარსელონას“ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, ნეიმარი არ ყოფნის.
„ვფიქრობ, ნეიმარი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არ ყოფნის. თუ ის კატალონიურ კლუბში დაბრუნდება, ეყოფა პროფესიონალური ჩვევები, რათა გულშემატკივრების სიყვარულიც დაიბრუნოს და მსოფლიოში საუკეთესოც გახდეს.“ - უთხრა რივალდომ Sport.es-ს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-17 წლებში თამაშობდა და 2015-ში კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემპიონთა ლიგის მოგება ბარსელონას ნეიმარის გარეშეც შეეძლო მაგრამ მაგას შევეშვათ და თამაშის ხარისხზე ვისაუბროთ.რაც ნეიმარი წავიდა და პლუს ამას ვალვერდეს მოსვლა დაემატა გუნდის სანახაობრივი თამაში მოკვდა.არ ვიცი ნეიმარი რომ ყოფილიყო ვალვერდე რა სტილით ითამაშებდა,ალბათ ისევ პრაგმატულს მაგრამ ნეიმარი თავისი ინდივიდუალიზმით მაინც მეტ ელფერს შეძენდა ბარსას თამაშს.მიუხედავად იმისა რომ ნეიმარზე უკეთეს სანახაობრივ მოთამაშეს ვერსად ნახავდნენ,შემცვლელი რომ მაინც მიეყვანათ ნორმალური კიდევ შეიძლებოდა ასეთი უინტერესო არ ყოფილიყო ბარსელონას თამაში,მაგრამ რეალურად დღეს 10 კაცით გამოდის გუნდი ყველა თამაშში და რომელ სანახაობაზეა საუბარი.სრული ნოლია კოუტინიოც და დემბელეც.რა ტყუილად გადაყარეს 300 მილიონი.აზარი უნდა ეყიდათ მაშინ მაგრად მიქარეს.180-200 მილიონი გაეშვათ აზარში ეგრევე (ნეიმარის ტრანსფერის პერიოდში ნაკლებ ფასად აზარს ვერავინ იყიდდა,ეგ კი არა ნეიმარზე მეტსაც აფასებდა ჩელსი რადგან მაგარი არეული იყო ზოგადად ბაზარი იმ კვირეებში) და არ დარჩებოდნენ ასეთი წაგებული.რა გამოვიდა ახლა?300 მილიონი დახარჯეს და ორი ხე მიიყვანეს გუნდში.რაღა გომეში და რაღა კოუტინიო.დემბელეს იმედი არც უნდა ქონოდათ და სახელად ტრანსფერის გამო უფრო გაკეთდა ეგ ტრანსფერი ვიდრე რეალურად გასაძლიერებლად
ყველაფერი სპორტული დირექტორის ცვლილებით დაიწყო. გახსოვს სუბისარეტა და პუიოლი (რომელიც ახალი დანიშნული იყო სუბის თანაშემწედ) რატომ გაუშვეს გუნდიდან?
სუარესის და რაკიტიჩის ტრანსფერი ჩაუთვალეს შეცდომად : ))) მძიმედ დაიწყო ორივემ და ალბათ მაგიტომ. მალევე მიხვდნენ, რომ რაკიტიჩი ჩავის შემცვლელად არ გამოდგებოდა. სუარესი კიდე ფლანგზე ვერაფერს აკეთებდა, მესი ცენტრს არ თმობდა და გაჩნდა კითხვა - რა ჩემ ფეხებად მოიყვანეს ეს ორი ფეხბურთელი ამხელა თანხად?
იანვრის მერე ყველაფერი დალაგდა. ლიგაც მოიგეს , მაგრამ გუნდში უკვე ფერნანდესი იყო მოსული. ყველაზე დიდი კიბო ნუნიესის მერე.
იყიდა ანდრე გომეში, დენის სუარესი, პაკო ალკასერი, სემედუ, გადაყარა 100 მილიონზე მეტი.
ნეიმარი ვერ შეინარჩუნა, ვერატი ვერ დაითრია.
და ბოლოს დემბელე მოიყვანა არადა მბაპეს ყიდვა შეეძლო და კოუტინიო მოიყვანა როცა გუნდი უკვე 4-4-2 ს თამაშობდა ვალვერდეს ხელში.
ამ გუნდს მარტო ლაპორტა თუ უშველის. ეჭვიც არ მეპარება, რომ გვარდიოლასაც დააბრუნებს. თუ არადა ჩავი-ინიესტას ჩააბარებს გუნდს.
ნუ ეგ უკვე შორეული პერსპექტივაა.
2 წელში გადის ბართომეუს ვადა პრეზიდენტობის და არაა გამორიცხული ლაპორტა დაბრუნდეს.ჩავიმაც 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ალ საადთან.ლაპორტა თუ მოვა გარისკავს და ეგრევე ჩავის დანიშნავს რომელმაც პირდაპირ თქვა ჩემი სტილი კრუიფის სტილ იქნებაო.გვარდიოლაც რისკი იყო და რა შედეგი დაიდო ნახა ყველამ