თამაშგარე

10:23 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქეით აპტონის სპორტული ცხოვრება

ჰოლივუდის მეგა-პოპულარული მსახობი და ცნობილი მოდელი, ქეით აპტონი ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ასევე საკმაოდ წარმატებული სპორტსმენიც გახლდათ და იყო დრო, როდესაც ეს დიდებული ლამაზმანი ჩოგბურთით, მძლეოსნობით და სერფინგით ერთდროულად იყო დაკავებული. ქეითს ეს ყველაფერი მშვენივრად გამოსდიოდა.

არცთუ დიდი ხნის წინ, უკვე ძალიან პოპულარული და ცნობილი ქეიტი დათანხმდა ფლორიდის უნივერსიტეტს შეთავაზებას და სტუდენტ გოგონებს თავისუფალ დროს ჩოგბურთში პირადად ავარჯიშებდა, რაშიც მან ადგილობრივი ხელისუფლებისგან მადლობა და განიერ მხრებზე ხელის მეგობრულად ტყაპუნი დაიმსახურა.

ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, სადაც ცნობილი ადამიანების სპორტით დაინტერესება ჩვეულებრივ ამბად ითვლება, მაგრამ ქეიტ აპტონი ამ მხრივ მაინც გამორჩეულია, რადგან იგი მუდმივდ სპორტული ცხოვრების წესით ცხოვრობს და ამას მისი სხეულის უზადო ფორმებიც მშვენივრად ადასტურებს.

0.110476