1977 – დაიბადა მასიმო ამბროზინი. იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ფეხბურთელი. ევროპის 2000 წლის პირველობის ფინალისტი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 35 მატჩი. ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (2003, 2007), იმავე წლებში მოიპოვა ევროპის სუპერთასი. 2007 წელს გახდა მსოფლიო საკლუბი ჩემპიონი. იტალიის ოთხგზის ჩემპიონი (1996, 1999, 2004, 2011). 2003 წელს მოიპოვა იტალიის თასი, 2004-ში – ქვეყნის სუპერთასი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1940 - ადოლფ კიფერმა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (58.8).
1953 - დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა პირველად დანებდა ადამიანს - IX ბრიტანული ექსპედიციის ახალზელანდიელმა წევრმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპა თენზინგ ნორგეიმ მსოფლიოს „სახურავიდან“ - 8848 მეტრიდან გადმოხედეს.
1958 - მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე, 67 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, დამატებით დროში “მილანი” 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან გოლები დი სტეფანომ, ჰენტომ და რიალმა გაიტანეს.
1960 - მოსკოვში გამოვიდა ყოველკვირეული საფეხბურთო გაზეთის, “ფუტბოლის” პირველი ნომერი.
1968 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ლონდონის “უემბლის” სტადიონზე, 100 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ლისაბონის “ბენფიკა” დამატებით დროში 4:1 დაამარცხა და პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ამ ტურნირში გაიმარჯვა. მანჩესტერელთაგან გოლები ბობი ჩარლტონმა, ჯორჯ ბესტმა და ბრაიან კიდმა გაიტანეს. გუნდს ლეგენდარული მეტ ბასბი წვრთნიდა.
1983 - რუსმა მძლეოსანმა იური დუმჩევმა ბადროს ტყორცნაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (71,86 მ).
1985 - ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე, “ლივერპულს” 1:0 მოუგო. გოლი პენალტით მიშელ პლატინიმ გაიტანა. თამაშის დაწყების წინ საზარელი ინციდენტი მოხდა, რასაც 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამას ევროთასებიდან ინგლისური კლუბების მოკვეთა მოჰყვა. UEFA-მ ინგლისური გუნდები ევროარენაზე 1990 წლიდან დაუშვა.
1991 - ბელგრადის “ცრვენა ზვეზდამ” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, ბარის “სან ნიკოლას” სტადიონზე პენალტების სერიაში მარსელის “ოლიმპიკი” 5:3 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.
1996 - ლეგენდარულმა მორბენალმა ჰორსტ პრაისლერმა თავის უკანასკნელ მარათონულ გარბენში მიიღო მონაწილეობა. სულ მან 631 მარათონულ დისტანციაზე იასპარეზა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია.
2005 - იტალიელმა ველოსიპედისტმა პაოლო სავოლდელიმ პრესტიჟული “ჯირო დ’იტალია” მოიგო.
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ახალ ზელანდიასთან 1:3 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი შოთა არველაძის ანგარიშზეა.
2007 - ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, რივალდომ ათენის აეკ-თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2007 - სტამბოლის “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბელგიელი სპეციალისტი ერიკ გერეტსი გადააყენეს.
2008 - “ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან” შაკილ ო’ნილის წასვლის შემდეგ კალიფორნიელებმა პირველად მოახერხეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში გასვლა. ეს მათ “სან Aანტონიო სპერზის” 100:92 დამარცხების შემდეგ მოახერხა, რითაც სერიის ანგარიში 4:1 გახდა.
2009 - ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე დიდი ბრიტანეთის მამაკაცთა და ქალთა გაერთიანებული ნაკრებები იასპარეზებენ.
2010 - პუერტო რიკოში მიმდინარე პანამერიკული თამაშების მამაკაც ფრენბურთელთა ტურნირი ზედიზედ მესამე მოიგო აშშ-ის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში არგენტინას 3:0 მოუგო.
2012 - ფეხბურთში საქართველოს 2011 წლის სუპერთასი "ზესტაფონმა" მოიგო, "გაგრა" 3:1 დაამარცხა.
NBA
ამ დღეს დაიბადნენ
1910 - პეტერ პლატცერი. “ვუნდერ თიმად” წოდებული ავსტრიული საფეხბურთო ნაკრების მეკარე. ავსტრიის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1939 წელს გერმანიის ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა.
1939 - გივი ჩიქვანაია. თბილისისა და მოსკოვის “დინამოს,” საბჭოთა კავშირის ნაკრების წყალბურთელი. 1960 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. 1962 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1968, 1969).
1946 - ეკტორ იასალდე. 1960-70-იანი წლების არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1970 წელს დაასახელეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად. თამაშობდა საფრანგეთისა და პორტუგალიის კლუბებში. პორტუგალიის ჩემპიონი. 1974 და 1975 წლებში იყო პორტუგალიელთა პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. საფრანგეთის თასის მფლობელი.
1947 - ანატოლი პოლივოდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და კიევის “სტროიტელის” კალათბურთელი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1968 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1970 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის სამგზის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
1949 - ბრაიან კიდი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. 1968 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი. საპატიო პრიზი მოიპოვა დაბადების 19-ე წლისთავზე. “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა ასპარეზობდა “მანჩესტერ სიტიში”, “არსენალში”, “ევერტონში”, “ბოლტონში”. “ოლდ ტრაფორდზე” სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე იყო. დამოუკიდებლად წვრთნიდა რამდენიმე გუნდს.
1949 - ვილი კროიცი. გასული საუკუნის 70-იანი წლების ავსტრიის ნაკრების ფორვარდი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 56 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. 1970 და 1971 წლებში გახდა ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. 1970 წელს დაასახელეს ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად.
1970 - რობერტო დი მატეო. იტალიის ეროვნული ნაკრების, შვეიცარიული “არაუსა” და “ციურიხის”, “ლაციოსა” და “ჩელსის” ფეხბურთელი (ნახევარმცველი). ევროპის 1996 წლის და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატების მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. “ციურიხის” შემადგენლობაში გახდა შვეიცარიის ჩემპიონი. “ჩელსიში” გამოსვლისას 1998 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. იმავე წელს დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს. 1997 და 2000 წლებში დაეუფლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს. მოპოვებული აქვს ინგლისის სუპერთასი (2000). იყო ინგლისური “მილტონის” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მწვრთნელი. 2012 წელს დაინიშნა “ჩელსის” დროებით დამრიგებლად და გუნდს ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა.
1973 - ალფაი ოზალანი. თურქეთის ეროვნული ნაკრების, “ფენერბახჩესა” და ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფეხბურთელი.
1976 - კლაუდიო კასაპა (კლაუდიო რობერტო და სილვა). “ლიონის” ბრაზილიელი ფეხბურთელი. საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონი.
1976 - რეიფ ლაფრენცი. “ბოსტონ სელტიკსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (211 სმ).
1976 - ეგორ ტიტოვი. რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფორვარდი. რუსეთის მრავალგზის ჩემპიონი. 1998 და 2000 წლებში დაასახელეს რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელად. ევროპის 2004 წლის შესარჩევ მატჩში უელსთან სისხლში აკრძალული პრეპარატი (ბრამანტანი) აღმოუჩინეს და 12 თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 41 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.
1977 - მასიმო ამბროზინი. იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ფეხბურთელი. ევროპის 2000 წლის პირველობის ფინალისტი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 35 მატჩი. ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (2003, 2007), იმავე წლებში მოიპოვა ევროპის სუპერთასი. 2007 წელს გახდა მსოფლიო საკლუბი ჩემპიონი. იტალიის ოთხგზის ჩემპიონი (1996, 1999, 2004, 2011). 2003 წელს მოიპოვა იტალიის თასი, 2004-ში – ქვეყნის სუპერთასი.
1981 - Aანდრეი არშავინი. რუსეთის საფეხბურთო ნაკრების, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” და ლონდონის “არსენალის” ფორვარდი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. “ზენიტის” შემადგენლობაში 2008 წელს მოიპოვა უეფას თასი და ევროპის სუპერთასი. რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2006 წელს დაასახელეს რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელად. 2009 წლის 21 აპრილს “არსენალის” რიგებში გამოსვლისას “ენფილდზე” “ლივერპულს” 4 გოლი გაუტანა (მატჩი 4:4 დასრულდა).
1984 - კარმელო ენტონი. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების და NBA-ის კლუბების “დენვერ ნაგითსის” და “ნიუ იორკის” ფორვარდი (203 სმ). 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. დაასახელეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. 2007 წელს გახდა პანამერიკული თამაშების ჩემპიონი. 2007, 2008, 2010 და 2011 წლებში იასპარეზა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ოლ სტარის” მატჩში.