ფეხბურთი

1:45 | 29.05.2019 | ნანახია 2971 - ჯერ

"ბარსელონაში" გადაწყვეტილება მიიღეს და ვალვერდეს შემცვლელიც შეარჩიეს

კატალონიის „ბარსელონასა“ და ერნესტო ვალვერდეს ურთიერთობა სრულდება. Rac 1, რომელიც კატალონურ გრანდთან საკმაოდ დაახლოებული წყაროა, იტყობინება, რომ „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ ვალვერდეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული ცნობის ოფიციალურად დადასტურებას უახლოეს დღეებში, მიმდინარე კვირაში ელოდებიან.

ვალვერდეს მუშაობით კმაყოფილნი არც გულშემატკივრები არიან და როგორც ჩანს, არც „ბარსას“ მესვეურობა, მიუხედავად იმისა, რომ ხოსეპ ბართომეუმ უკანასკნელ დღეებში არაერთხელ თქვა, რომ ვალვერდე მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებდა სამუშაოს.

„ბარსელონამ“ 2018-2019 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი ადვილად მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ნახევარფინალში და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსიასთან“ მარცხმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ვინ იქნება ვალვერდეს მემკვიდრე ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ამავე წყაროს ცნობით, მთავარი ფავორიტი ბელგიის ნაკრების ესპანელი თავკაცი რობერტო მარტინესია, რომელიც „ბარსელონაში“ ძალიან მოსწონთ და ყველაფერს გააკეთებენ მის გადასაბირებლად.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:57 | 29.05.2019
ბაბუ პერესი (16691)

მოკლედ დეიონგი-ტიაგო.ბელერინი-გრიზმანის ეს 4 ტრანსფერი საიდანაც დიონგი ნაყიდია უკვე და კოუტინიო-რაკიტიჩი-სუარესი-სემედუს გაშვება და რა თქმა უნდა მწვრთნელის შეცვლა დააბრუნებს ძველ ბარსელონას.სხვა შემთხვევაში ისევ მოსაწყენი იქნება ბარსელონას თამაშის ცქერა

15:53 | 29.05.2019
ბაბუ პერესი (16691)

ნუ გრიზმანს თუ იყიდან სუარესიცაა მაშინ გასაშვები და მესი-დემბელე-გრიზმანის ტრიო წინ

15:44 | 29.05.2019
ბაბუ პერესი (16691)

ბელერინი-პიკე-უმტიტი-ალბას დაცვა,ბუსკეცი ტიაგო დეიონგის ცენტრი და მესი-სუარესი-დემბელეს შეტევა.ასეთი გუნდის დაყენება მარტივად შესაძლებელია და არც ფული დაჯდება ბევრი.ორი არც თუ ისე ძვირადღირებული ტრანსფერია განსახორიცელებელი ამ შემთხვევაში.კოუტინიო-რაკიტიჩი გასაშვებია ორივე და მაგ ფულიდან მორჩებათ კიდევ ფული

15:39 | 29.05.2019
ბაბუ პერესი (16691)

ბარსელონას თამაშში რევოლუცია რომ მოხდეს უნდა დაბრუნდეს პეპი,ან ჩავი თუ გაქაჩავს მწვრთნელობას ეგეც შეიძლება,სხვა შემთხვევაში ბარსა ძველ ფეხბურთს ვეღარ დაიბრუნებს.შედეგები ამ გუნდსაც აქვს მაგრამ თამაშზეა აქ საუბარი.ბევრი ისეთი ფეხბურთელია დღეს ბარსელონაში რომელიც ბარსას სათამაშო სტილში არ ჯდება და უბრალოდ არც შეუძლიათ ეგეთი თამაში.ტიკი-ტაკას ჭირდება უმაღლესი დონის ტვინი,პრესინგი და ტექნიკა.ბუსკეცი-მესი ეს ორი კაცია დღეს ბარსაში ის ვისაც ეგეთი თამაში შეუძლია და ეგენიც ბერდებიან.დანარჩენი რაკიტიჩი ვიდალი დემბელე კოუტინიო სუარესით რა ტიკი-ტაკა უნდა ითამაშო?ფლანგის მცველებიც მნიშვნელოვანია და მარჯვენა მცველიც არ ყავს თავისი სტილის.მარცხნივ ალბა კიდევ ხო და არც რობერტო და მითუმეტეს სემედუ ტიკი-ტაკას აზრზე არაა.რობერტო იმიტომ რომ არაა მაგ კაცის პოზიცია მარჯვენა მცველი და ცენტრშიც ვერ ქაჩავს.თავისი სტილის ფეხბურთელები და მწვრთნელი ყავს მოსაძებნი ბარსას.რა თქმა უნდა წარმოუდგენელიცაა ასეთი ტრანსფერები რომ მოხდეს მაგრამ სიტყვაზე ჩამოვწერ თერთმეტეულს რომელიც ტიკი-ტაკას ითამაშებს.შტეგენი ბელერინი პიკე დელიხტი ალბა ბუსკეცი დეიონგი ტიაგო მესი აზარი გრიზმანი.5 ფეხბურთელი ყავს საყიდელი კიდევ რომ გამოასწოროს სიტუაცია და წარმოუდგენელია ეგ მოხდეს.მაგრამ ეტაპობირვად მაინც შეუძლია დაბრუნება,სიტყვაზე ახლა 2 ფეხბურთელის ყიდვით და მომდევნო წელს ისევ 2-ის.დეიონგი კი იყიდა და ტიაგო უნდა იყიდოს ამ ზაფხულს კიდევ და ბელერინი.ფორვარდებზე და დელიხტზე მერე იფიქროს.

14:27 | 29.05.2019
gogssi (3755)

მარტინესი კარგია მაგრამ კუმანი რატო არ უნდა უმაღლეს სპერმატოზოიდ ბარტომეოს საინტერესოა...?

12:03 | 29.05.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

მარტინესიც კაი "ვალვერდეა" მე თუ მკითხავთ

10:13 | 29.05.2019
alleqs (26)

რა მარტინესი ამათ შიგაქვთ სად ეძბენ პროსტა .ძოძუაშვილი არ წავა ნეტა?

0.1391