ფეხბურთი

0:59 | 29.05.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ბაქოში პოლიციელმა "არსენალის" ფანი მხითარიანის მაისურის გამო გააჩერა (+VIDEO)

ბაქოში 29 მაისს, ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება. მატჩისწინა დღეს კი, ბაქოს ქუჩაში ადგილობრივმა პოლიციელმა "არსენალის" ქომაგი გააჩერა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ "მეთოფეთა" გულშემატკივარს სომეხი, ჰენრიხ მხითარიანის მაისური ეცვა.

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, პოლიციელმა ქომაგს მოუბოდიშა და გზის გაგრძელების უფლება მისცა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო მხითარიანი "არსენალს" ბაქოში საერთოდ არ გაჰყოლია.

შეგახსენებთ, "არსენალის" მეტოქე ფინალურ შეხვედრაში თანაქალაქელი "ჩელსი" იქნება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:00 | 28.12.2019
araza-1918 (6330)

ჯამა მაგარია კალა კობი ყაველა გადამგდები

22:26 | 27.12.2019
mjgiri (8951)

არაკომპეტენტური

0.065911