ფეხბურთი

23:33 | 28.05.2019 | ნანახია 224 - ჯერ

ფინალამდე ერთი დღით ადრე: იგუაინმა და დავიდ ლუისმა იჩხუბეს, სარიმ ვარჯიში განრისხებულმა დატოვა (+VIDEO)

ევროპა ლიგის ფინალამდე ერთი დღით ადრე ლონდონის „ჩელსიში“ იდეალური ვითარებაა არაა. მატჩისწინ ბოლო ვარჯიშზე დავიდ ლუისმა და გონსალო იგუაინმა იჩხუბეს.

ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე „არისტოკრატების“ საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობდა, როდესაც არგენტინელ და ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

აღნიშნული ფაქტით კი ყველაზე მეტად მაურიციო სარი გაბრაზდა. იტალიელმა სპეციალისტმა შეგირდების უდისციპლინო საქციელის შემდეგ ვარჯიში დემონსტრაციულად დატოვა და ვიდეო კადრებიდანაც ნათლად ჩანს მისი განრისხება.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „არსენალის“ ფინალური შეხვედრა 29 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:24 | 21.12.2021
ბაგი-რეი (2266)

კი ბატონო მაგრამ ფეხბურთელებს ამ შემოსავლიდან რა უნდა შეხვდეთ?

16:27 | 21.12.2021
ბაგი-რეი (2266)

მხოლოდ საქველმოქმედო ხასიათს რომ ატარებს ეროვნული ნაკრებების თამაშები ფეხბურთელების მხრიდან, ფეხბურთელებს შრომის საზღაურს ვინ და რა ფორმით გადაუხდის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.081403
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
224