საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მე-16 ტურში ადვილი გამარჯვება იზეიმა თბილისის „საბურთალომ“. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე გათამაშების აუსტაიდერი „ვიტ ჯორჯია“ იყო, რომელსაც მეორე წრეში კინკილა ქულაც სანატრელი აქვს.
„საბურთალოს“ შეიძლება ითქვას, რომ კარგი ვარჯიში გამოუვიდა და ენერგია არც დაუხარჯავს ისე მოიპოვა მე-11 გამარჯვება მიმდინარე სეზონში.
ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა, რომელმაც დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მეორე ტაიმის შუაში კი თბილისელებმა უპირატესობა გაიმყარეს. ჯერ ლაშა შინდაგორიძემ მორიგი გოლი გაიტანა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, ხოლო 6 წუთში წერტილი გიორგი დიასამიძემ დასვა, რომელმაც მეკარის ცუდი თამაშის შემდეგ ცარიელ კარში ადვილად მოახერხა გატანა.
„საბურთალომ“ 34 ქულა დააგროვა და მანამდე, მინიმუმ იქამდე, სანამ ბათუმის „დინამო“ ამ ტურის მატჩს ჩაატარებს, ერთპიროვნული ლიდერია. „ვიტ ჯორჯია“ კი 11 ქულით მეცხრე-მეათე ადგილებს „რუსთავთან“ ერთად იყოფს.
„საბურთალო“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვაგნერი (28), 2:0 შინდაგორიძე (64), 3:0 დიასამიძე (70)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))
კაია
წარმატება !!!!
Iქნებ ვინმემ ამიხსნათ როდის არის შემდგომი ევროპის წილისყრა ასევე რ. Pრინციპით და როდის Gაიმართება
როდის არის წილისყრა არ ვიცი, მაგრამ შესარჩევი სავარაუდოდ როგორც წინა იმ ფორმატით ჩატარდება. 5 ჯგუფი იქნება, პირველ-მეორე ადგილოსნები გავლენ და 3 საუკეთესო მესამეადგილის მფლობელი. წილისყრაში ჩვენ მეორე კალათში ვიქნებით
არ ვიცი თუ მართლა ნბა-ს ვარიანტი აქვს შეიძლება მოსინჯვა სხვა შემთხვევაში არაა ცუდი ვარიანტი.
პატარა საქართველოს ნაკრები გააკეთონ და ევროლიგაზე ყოველ წელს გავლენ. ისე რა ამის პასუხია და დღევანდელ ლიგაზე რას ფიქრობთ?
არ არი ცუდი ვარიანტი
ჩემი აზრით ვიქტორი ევროპის რომელიმე ტოპ კლუბში უნდა წავიდეს თუ აქვს რა თქმა უნდა შემოთავაზებები არც სარაგოსაა მისაღები ვარიანტი და არც ნბას 10 წუთი
ფეხბურტელებიც იყიდეთ რაა??? დდ
ისე სარაგოსას ცინცაძეც წაეყვანა და ვაბშემ გაასწორებდა
ვა რა კარგია
კალათბურთის დიდი გულშემატკივარი არა ვარ,მაგრამ ამათ თამაშზე ნაღდად წავალ
ჩემ ქალაქში რომ ჩამოვლენ
სანიკიძის დაბრუნების სურვილი სანანტონიო გამოთქვა და ოკლაჰომასაც უნდა მემგონი ჯობია ნბაში წავიდეს
ვაჰ დარწმუნებული ხარ ძმა? თუ ეგრეა ძალიან მაგარი იქნება, თუმცა მეორეს მხრივ ნბა-ში ძალიან ცოტა დრო ექნება და ვიკაც პატარა ბიჭი აღარაა რომ იჯდეს და შანსს ელოდოს, მაგის ფონზე ისევ სარაგოსა ჯობია... მოკლედ რავიცი... თუმცა მაინც სასიამოვნოა თუ აშშ-ში ახსოვთ და უნდათ ვიკა
stripslashes((strlen('WwW.getamashebi.CoM')>0?'WwW.getamashebi.CoM':'WwW.getamashebi.CoM')) ონლაინ თამაშების საიტი, შემოდი და გაერთე ყოველდღე
ბარემ ცინცაძეც, .. მარკოიშვილს და შენგელიასაც თუ დაიმატებენ არ იქნება ცუდი