კალათბურთი

23:15 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავაის ბიძამ "სან ანტონიოდან" წასვლის მიზეზი დაასახელა

კავაი ლეონარდის ბიძამ დენის რობერტსონმა "სან ანტონიოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა.


გუნდს არ სჯეროდა, რომ კავაის თამაში არ შეეძლო. ექიმები მოთამაშის მდგომარეობას აფასებენ და ეუბნებიან შეუძლია თუ არა თამაში, ზოგჯერ ისე ხდება, რომ კალათბურთელის მდგომარეობას ვერ ხვდებიან. გუნდს ეგონა, რომ კავაი შეგნებულად არ თამაშობდა, რამაც მხარეებს შორის უნდობლობა გაჩინა, მაშინ მივხვდით, რომ კავაის გუნდი უნდა დაეტოვებინა. ლეონარდი რომ ჯანმრთელი ყოფილიყო ის თამაშზე უარს არ იტყოდა, ის ნამდვილი მებრძოლია."- განაცხადა კავაის ბიძამ.


შეგახსენებთ, 2018 წლის ზაფხულში კავაიმ "სან ანტონიო" დატოვა და "ტორონტოში" გადავიდა, სადაც ახლა გუნდთნ ერთად სუპერფინალში გავიდა.

0.116396