ფეხბურთი

21:11 | 28.05.2019 | ნანახია 920 - ჯერ

"მარსელი" ვილაშ-ბოაშმა ჩაიბარა

მარსელის „ოლიმპიკს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ანდრე ვილაშ ბოაში. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვილაშ-ბოაშმა სახელი „პორტუში“ მუშაობით გაითქვა, სხვადასხვა დროს კი „აკადემიკას“, „ტოტენჰემს“, „ზენიტსა“ და „შანხაის“ ავარჯიშებდა.

ბოლოს სწორედ ჩინეთში მუშაობდა, 2017 წლიდან კი „მარსელი“ მისი პირველი გუნდი იქნება. აქვე გეტყვით, რომ ვილაშ-ბოაში რუდი გარსიას შეცვლის, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:03 | 07.02.2015
VALERI GAZAEV (148)

ამან ქულები როდის იცოდა საერთოდ,ცქიტისვილი ყველა ასპექტსი ჯობს ,კოკოშკოვს რო ჩავახტი დებილ ტვალებსი :@

10:31 | 07.02.2015
sabonis (9584)

მეტად უნდა გააართლოს წვრთნელის ნდობა.

0.063834
920