ფეხბურთი

19:36 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "დილასთან" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტური წყალტუბოში, „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მატჩით დაიწყო. შეხვედრა მეტად საინტერესო და დრამატული გამოდგა.

„დილა“ ძალიან სწრაფად მესამე წუთზე დაწინაურდა. გურამ გოშთელიანმა როინ კვასხვაძის დარტყმული ბურთი დაბლოკა და ანგარიში გაიხსნა. ამ ეპიზოდში ქუთათურთა კაპიტანი უხეშად შეცდა და 0:1. თუმცა, სტუმართა სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან ზუსტად 10 წუთს შემდეგ მასპინძლები იგებდნენ. ბუდუ ზივზივაძემ ჯერ პენალტი გაიტანა, მერე კი გრიგოლ დოლიძე მეკარეს პირისპირ შეატოვა და „ტორპედო“ დაწინაურდა. კახა ჩხეტიანის გუნდის უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ უფრო გამოიკვეთა. ზივზივაძე საჯარიმოში ჩინებულად გაისარჯა და დუბლი გაიფორმა. საერთოდ, იმერელთა ფორვარდს დიდებული 45 წუთი ჰქონდა, ორჯერ გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელს გაატანინა.

თუმცა, მას თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს. 72-ე წუთამდე „ტორპედოსთვის“ საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ ორწუთიან ინტერვალში გორელებმა ანგარიში გაათანაბრეს. ჯერ დიდიე კოუგბენიამ შეამცირა სხვაობა, მერე ნონიკაშვილის შორეული გასროლით წონასწორა აღდგა - 3:3.

გუნდებმა ქულები გაიყვეს და ამით თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე „დილა“ უფრო კმაყოფილი უნდა იყოს. გორელებს 19 ქულით მეშვიდე ადგილი უკავიათ, ხოლო „ტორპედოს“ 27 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

„ტორპედო“ – „დილა“ 3:3 (3:1)

გოლები: 0:1 გოშთელიანი (3), 1:1 ზივზივაძე (8, პენ), 2:1 დოლიძე (12), 3:1 ზივზივაძე (45), 3:2 კოუგბენია (72), 3:3 ნონიკაშვილი (74)

Loading...
სტატისტიკა
0.244132