ფეხბურთი

22:45 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩავის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის ჩავის სამწვრთნელო კარიერა ოფიციალურად დაიწყო. „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ამიერიდან „ალ-სადის“ თავკაცი იქნება.

როგორც ყატარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ჩავიმ საფეხბურთო კარიერა სწორედ „ალ-სადის“ რიგებში ცოტა ხნის დაასრულა, რომლის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა.

„ჩემი ფილოსოფია აისახება იმ სტილით, რომელიც წლების განმავლობაში „ლა მასიაში“ და იოჰან კრუიფისგან ვისწავლე“, - თქვა ჩავიმ.

0.811678