ფეხბურთი

18:43 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის ორგანიზებით უეფას ფუტსალის მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსი დაიწყო.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოში პირველად ტარდება და ის 6 მოდულს აერთიანებს. სასწავლო კურსის პირველი მოდული 28-30 მაისს ჩატარდება და მასში ამ ეტაპზე 12 ლიცენზიის მაძიებელი ჩაერთვება.

ლიცენზირების პროგრამას უეფა-ს ფუტსალის ექსპერტი, ხორვატი - მიჩო მარტიჩი უძღვება, ტუტორები კი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი და მისი თანაშემწეები - არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე არიან.

სასწავლო კურსი დღეს ოფიციალურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გახსნა და მსმენელებს სიტყვით მიმართა. საგანმანათლებლო კურსზე სწავლება უფასოა - პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის სასწავლო კურსის მონაწილეები: ნიკოლოზ ჩალაძე, ალექსანდრე ძაბირაძე, როსტევან ფარცვანია, შოთა თოფურია, შოთა ჭანუყვაძე, დავით ბობოხიძე, დიმიტრი მაყიშვილი, ალექსანდრე ჯამბურია, კახაბერ მაისაია, ბაჩანა აბაშიძე, რეზო დევდარიანი, ბესარიონ ზოიძე.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121776