ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი მთავარი მატჩი მოლოდინშია, რომელიც 1-ელ ივნისს შედგება „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის. თუმცა, ამის შემდეგ უკვე ჯერი 2019-2020 წლების სეზონზე მიდგება, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ითამაშებს.
ვინაიდან, თბილისურ გუნდს ევროასპარეზზე დებიუტი აქვს, გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განუთესავთა შორისაა. მისი სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი კი საკმაოდ შთამბეჭდავია - ყოველშემთხვევაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ნამდვილად ასეა:
განთესილი გუნდები:
„სელტიკი“ (შოტლანდია), „ბატე“ (ბელარუსი), „ასტანა“ (ყაზახეთი), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „მარიბორი“ (სლოვენია), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „შერიფი“ (მოლდოვა), „როსენბორგი“ (ნორვეგია), „ჰიკი“ (ფინეთი), „დანდალკი“ (ირლანდია), „დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი), „შკენდია“ (მაკედონია), „ნიუ საინტსი“ (უელსი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „აიკი“ (შვედეთი)
როგორც გითხარით, „საბურთალო“ განუთესავია და მეტიც, ყველაზე დაბალი ქულა აქვს - 0.950 და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდებს შორის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ლოგიკურიცაა, რადგან „საბურთალოს“ ევროსარბიელზე არ უთამაშია და ქულები არასდროს დაუგროვებია.
განუთესავი გუნდები:
„სუდუვა“ (ლიეტუვა), „ვალეტა“ (მალტა), „სარაევო“ (ბოსნია), „პიასტი“ (პოლონეთი), „კლუჟი“ (რუმინეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „კალიუ“ (ესტონეთი), „სუტიესკა“ (მონტენეგრო), „პარტიზანი“ (ალბანეთი), „ვალური“ (ისლანდია), „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია), „თორსჰაუნი“ (ფარერები), „რიგა“ (ლატვია), „საბურთალო“ (საქართველო), სომხეთის ჩემპიონი (ჯერ უცნობია), საწყისი შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული.
აქვე გეტყვით, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება, ხოლო პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა ნიონში 18 ივნისს შედგება.