ფეხბურთი

15:16 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფირმინო „ლივერპულს“ ფინალში დაეხმარება, კეიტა - ვერა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის „ტოტენჰემთან“ ფინალის წინ, ჟურნალისტებთან დაშავებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

„კეიტას შანსი არ აქვს. მისი გამოჯანმრთელბის საქმე კარგად მიდის, მაგრამ ფინალამდე მწყობრში ვერ ჩადგება. ვნახოთ, მოასწრებს თუ არა აფრიკის ერთა თასისთვის მომჯობინებას.

რაც შეეხება ფირმინოს, ბობი ვარჯიშობდა ძირითად გუნდთან ერთად. მერე ცოტა ხნით ინდივიდუალურ რეჟიმზე გადავიყვანეთ. ხვალ კი ისევ დაგვიბრუნდება. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დარწმუნებული ვარ, ფინალისთვის მზად იქნება. უთხრა კლოპმა Liverpool Echo-ს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის, შაბათს, 1 ივნისს გაიმართება მადრიდის „მეტროპოლიტანოზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114305