ფეხბურთი

14:03 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი სკანდალი ესპანეთში – დაკავებულთა შორის “რეალის” ექს-ფეხბურთელიცაა

ესპანურ ფეხბურთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი აგორდა. პოლიციის მიერ დაკავებულია უკვე 5 ფეხბურთელი. ესენი არიან:

სამუ საიზი (“ხეტაფე”), ინიგო ლოპეს მონტანია (“დეპორტივო”), რაულ ბრავო (ექს-“რეალი”), ბორხა ფერნანდესი (ექს-“ვალიადოლიდი”) და კარლოს არანდა (ექს-“ლას პალმასი”).

ცხადია, ჩამოთვლილთაგან ყველაზე ცნობილი ბრავოა, რომელიც მადრიდული გრანდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

ამ დრომდე ჩხრეკა მიმდინარეობს “უესკას” ოფისში, რომელიც მიმდინარე სეზონის შედეგები ლა ლიგას დაემშვიდობა. დაკავებულია უესკელთა პრეზიდენტი აგუსტინ ლასაოსა და კლუბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხუან გალინდო ლაუსა.

არსებული ინფორმაციით, გარიგებული მატჩები სეზონის ბოლო მონაკვეთში ჩატარდა.

თეგებირაულ ბრავო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106867