სხვა

13:52 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ბულგარეთში - ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის

ხვალ, 29 მაისს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. შეჯიბრების პირველ დღეს ბილიკზე, საქართველოს დროით 10:00-დან - დაშნით მოფარიკავე მარია ზაკირჩენკო, 11:00-დან კი ხმლით მოასპარეზე ვაჟები: ნიკოლოზ ჭეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და გოგა კაკაურიძე გავლენ.

ხუთშაბათს, 31 მაისს პლოვდივის ბილიკზე 10:00-დან ვაჟთა შორის რაპირაში: ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ, 12:00-დან კი ხმლით მოასპარეზე გოგონები - ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, თამარ ჩარკვიანი ჩაერთვებიან შეჯიბრში.
შაბათ-კვირას საქართველოს ხმლით მოასპარეზეთა ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს, შაბათს - ვაჟები, კვირას - გოგონები.
ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად, FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილიც გაუძღვება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111633