ფეხბურთი

11:51 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავანი „ატლეტიკოს“ დათანხმდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პარიზულ კლუბს დატოვებს და ესპანეთში გადაბარგდება - გვამცნობს Mundo Deportivo. გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის ურუგვაელის შეძენით მადრიდის „ატლეტიკოა“ დაინტერესებული.

მადრიდელები უკვე დაკავშირებიან კავანის და მისგან თანხმობაც მიუღიათ. ეგ არის, პრობლემა შესაძლოა, ურუგვაელის ძალიან მაღალი ხელფასი გახდეს. არსებული კონტრაქტის თანახმად, ამჟამად მისი ჯამაგირი წელიწადში 18 მილიონია.

კავანი „პარი სენ-ჟერმენში“ 2013 წელს გადავიდა „ნაპოლიდან.“

0.115167