ფეხბურთი

11:25 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კანტე, ტრავმის მიუხედავად, „ჩელსისთან“ ერთად მაინც გაფრინდა ბაქოში

„ჩელსის“ ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, რომელიც დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ევროპა ლიგის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ, გუნდთან ერთად მაინც ჩაფრინდა ბაქოში.

ფრანგმა შუახაზელმა მუხლის ტრავმა „ლურჯების“ ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშისას მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა. 28 წლის ფეხბურთელის მდგომარეობაზე ოფიციალურად არაფერი თქმულა, თუმცა სავარაუდოდ, ის ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, კანტე გაფრენამდე კობჰემის ბაზაზე მივიდა და ყავარჯნების გარეშე გადაადგილდებოდა, თუმცა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.

„ჩელსის“ ასევე დაშავებული ჰყავს: ანტონიო რიუდიგერი, კალუმ ჰადსონ-ოდოი და რუბენ ლოფტუს-ჩიკი.

ევროპა ლიგის ფინალი „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის, 29 მაისს გაიმართება ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.11446