თამაშგარე

10:18 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კატალინა ბედს ევროპაში ცდის

კოლუმბიური საფეხბურთო კლუბის, “სანტა ფეს“ ყველაზე ცნობილი ქომაგი, კოლუმბიელი მოდელი კატალინა ოტალვარო მისი სხვა მრავალი ლათინოამერიკელი კოლეგის მსგავსად, საბოლოოდ მაინც დაადგა შორეული ევროპის გზას და ბოლო რამდენიმე თვეა, ბედს ევროპის სამოდელო სამყაროში ცდის.

როგორც ჩვენს მიერ დიდი რუდუნებით წარმოდგენილი ფოტოებიდანაც ხედავთ, სენიორიტა კატალინას გარეგნობა ნამდვილად არ დაეწუნება და მისი იერის ქალმა ადვილად უნდა მოხიბლოს მტერიცა დამოყვარეც. მაგრამ ევროპის ფეშენ-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ნამდვილად არა ადვილი საქმე და ამის გულისდამწველ მაგალითებს სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში ჩასული და იქიდან ხელმოცარვით უკან მიბრუნებულ ლამაზმანთა არმიაც იძლევა.

საკუთრივ მშობლიურ კოლუმბიაში კი კატალინა ოტალვაროს პოპულარობა და შესაბამისი ცნობადობა ნამდვილად არ დაეწუნება. ეს გოგონა რამდენიმე წლის წინ “მის კოლუმბიადაც“ აღიარეს და ეს არცთუ ადვილად მოსაპოვებელი ტიტული წესით ევროპაში სახელის მოხვეჭაშიც უნდა დაეხმაროს.

0.143975