ფეხბურთი

2:31 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალბუენა "ოლიმპიაკოსში" გადავიდა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მატიე ვალბუენა კარიერას პირეოსის „ოლმპიაკოსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ბერძნული გუნდი ოფიციალურად იტყობინება.

34 წლის ვალბუენა ბოლოს თურქულ „ფენერბახჩეში“ თამაშობდა, რომლის ღირსებას 2017 წლიდან იცავდა.

მანამდე ფრანგი შემტევი „ლიონის“, მოსკოვის „დინამოს“, „მარსელისა“ და „ლიბურნის“ რიგებში თამაშობდა. საფრანგეთის ნაკრებში 2010-2015 წლებში 52 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

0.114062