ჭადრაკი

23:37 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი დედოფლისწყაროში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმატებული პროექტის - "რეგიონებში ჭადრაკის განვითარების" ფარგლებში ფედერაციის წარმომადგენლები კახეთს ეწვივნენ.

25 მაისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე დედოფლისწყაროს ესტუმრნენ. კახეთის მხარის ამ ულამაზეს კუთხეში ფუნქციოენერება დაიწყო საჭადრაკო კლუბმა. ადგილობრივმა მეცენატმა და ჭადრაკის დიდმა მოყვარულმა გიორგი კიკილაშვილმა საკუთარი სახსრებით გაარემონტა და ქალაქის ცენტრში ფართი დაუთმო ჭადრაკის კაბინეტს სადაც 20-მდე ბავშვი ეუფლება უძველესი თამაშის სიბრძნეს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ახალ დაარსებულ კლუბს, სპეციალური ლიტერატურა,საოფისე და საჭადრაკო ინვენტარი გადასცა საჩუქრად.

ღონისძიების დასასრულს გია გიორგაძემ ნორჩი მოჭადრაკეებისათვის ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.

ფოტოგალერეა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132333