ფეხბურთი

20:40 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" პრემიერლიგას დაუბრუნდა (+VIDEO)

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდა. ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალი ტრადიციულად ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართა და ბირმინგემელთა მეტოქე „დერბი ქაუნთი“ იყო.

ფრენკ ლამპარდი ჯონ ტერის წინააღმდეგ - საინტერესო აფიშა გახლდათ. მოგეხსენებათ, ლამპარდი „დერბის“ მთავარი მწვრთნელია, ხოლო ტერი „ასტონ ვილაში“ დინ სმიტის ასისტენტია.

შეხვედრა საინტერესო გამოდგა, ფინალისთვის შესაფერისი და გამარჯვებულის ვინაობა საფინალო სასტვენამდე ცნობილი არ იყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ასტონ ვილამ“ გაცილებით კარგად ჩაატარა შეხვედრა და მე-80 წუთამდე დამაჯერებლად იგებდა. ჯერ ანვარ ელ-გაციმ გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ჯონ მაკგინმა „დერბის“ კარის დარაჯის საშინელი გარჯით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა.

ამის შემდეგ ლამპარდის შეგირდები გამოფხიზლდნენ და ჯეკ მერიოტმა მოახერხა კიდეც ანგარიშის სხვაობის შემცირება, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოასწრეს.

ცნობისთვის, „ასტონ ვილა“ ინგლისის პრემიერლიგას 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ დაუბრუნდა.

„ასტონ ვილა“ – „დერბი ქაუნთი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ელ-გაცი (44), 2:0 მაკგინი (59), 2:1 მერიოტი (81)

0.103581