ფეხბურთი

21:03 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კანტე ფინალს გამოტოვებს

ევროპის ლიგის ფინალში "ჩელსის" ფრანგი ნახევარმცველი ნგოლო კანტე ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას Theguardian-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კანტემ ვარჯიშის დროს დისკომფორტი იგრძნო. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფრანგს მარცხენა მუხლის ტრავმა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება დაზიანების მოშუშებას.

მიმდინარე სეზონში კანტემ ყველა ტურნირზე ერთად 36 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ოთხი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ევროპა ლიგის ფინალი 29 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.119283