სხვა

19:15 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსროლელები ფინალში ვერ გავიდნენ

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე დღეს სამმა ქართველმა ჩუბინმა იასპარეზა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ვაჟებმა 10-მეტრიან დისტანციაზე ისროლეს და თუმცა ჩვენები ფინალში ვერ მოხვდნენ, ცოტნე მაჭავარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა საკმაოდ კარგი შედეგით დაასრულა. მან 578 ქულა დააგროვა (96, 94, 97, 99, 97, 95) და 22-ე ადგილზე გავიდა.
ლევან ქადაგიძე 568 ქულით (95, 94, 96, 94, 95, 94) 90-ე პოზიციაზე გავიდა.

ქალებმა დღეს შესარჩევი ეტაპი დაასრულეს სპორტული პისტოლეტიდან სროლაში. ნინო სალუქვაძემ 290 ქულა დააგროვა, ჯამში კი 570 ქულა მიითვალა და 59-66-ე ადგილები გაიყო. საბოლოოდ, ჩვენებური 64-ე ადგილზე დამკვიდრდა.

0.108208