ფეხბურთი

18:27 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

2006 წლის შემდეგ პირველად რონალდუ ბომბარდირთა დავის სამეულში ვერ მოხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი იტალიის სერია A-ს ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. ეს ამბავი იმითაა გამორჩეული, რომ პორტუგალიელი 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ პირველად დარჩა ბომბარდირთა დავის საუკეთესო სამეულს მიღმა.

კრიშტიანუმ 31 მატჩში 21 გოლი (8 საგოლე პასი) გაიტანა, რაც მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის საკმარისი არ გამოდგა. რონალდუს ფაბიო კვალიარელამ (26 გოლი), დუვან ძაპატამ (23) და კშიშტოფ პიონტეკმა (22) აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულმა სამივე ფეხბურთელმა ეს შედეგი 37 ჩატარებულ თამაშში დააფიქსირეს, ხოლო რონალდუმ 6-ით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელმა 2018-2019 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 43 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115203