ჩოგბურთი

14:41 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა დაიწყო და დაასრულა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას სასტარტო წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილის არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან მარცხი დიდ სენსაციათა რიგს ნამდვილად არ მიეკუთვნება, თუმცა, ანგარიში ნამდვილად მოულოდნელი იყო.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნაკლებადცნობილ სამხრეთამერიკელ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერცერთ სეტში გაუწია და საათნახევარში 4:6, 1:6, 3:6 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ზედიზედ მე-2 წელია “როლან გაროსზე” პირველივე რაუნდში მარცხდება. შარშან ის ფრანგ ჟილ სიმონს ვერ გაუმკლავდა – 4:6, 0:6, 7:6 (7:4), 4:6.

დღევანდელ შეხვედრაში ნიკოლოზს 2 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა, 4-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 6-ჯერ დათმო. საერთო ჯამში, არგენტინელმა მე-15 ნომრად განთესილ ქართველს 60-ის წილ 93 გათამაშება მოუგო.

0.134272