ფეხბურთი

13:28 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატის დე ლიხტი შესაძლოა "აიაქსში" დარჩეს

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ევროპული გრანდების მთავარი სამიზნე იქნება. 19 წლის ფეხბურთელს „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქტიურად უკავშირებენ.

რიგი წყაროებისა წერენ, რომ ესპანურ გრანდში მისი გადასვლა გადაწყვეტილია. ნაწილი მიიჩნევს, რომ კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

თუმცა, თავად ჰოლანდიელი არ გამორიცხავს, რომ „აიაქსში“ დარჩეს, რაც მოულოდნელობა იქნება, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ ამსტერდამელთა თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი ამბობდა, რომ მატისის გუნდში დარჩენა გამორიცხული იყო.

„არაფერი ვიცი. წლის განმავლობაშ ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, მაგრამ მე არაფერი ვიცი. დე იონგის ამბავი უკვე გადაწყვეტილია, მან მიიღო გადაწყვეტილება, ჩემს შემთხვევაში კი ასე არაა. რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მაგრამ უნდა შევაფასო რა იქნება ჩემი მომავლისთვის და კარიერისთვის უკეთესი.

ჩემთვის ოცნების გუნდის მხოლოდ „აიაქსია“. ყოველთვის აქ თამაშზე ვოცნებობდი და ეს შევძელი. გუნდთან კონტრაქტი მაკავშრებს და დარჩენის შანსი არსებობს“, - თქვა დე ლიხტმა.

0.112654