სხვა

11:40 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძე პირველი დღის მერე 86-ეა

26 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში სტარტი აიღო ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასის სეზონის მესამე ეტაპმა. პირველ დღეს ასპარეზობაში ჩაებნენ ქალები სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25-მეტრიანი დისტანაცია), სადაც ერთი წარმომადგენელი გვყავს - ოლიმპიური, მსოფლიოს ექვსგზის და ევროპის ცამეტგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.

26-ში ქალებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი ჩაატარეს. სალუქვაძემ პირველი დღე 280 ქულით დაასრულა და ჯერჯერობით, 86-ე ადგილზეა. საკვალიფიკაციო ეტაპი 27 მაისს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ტურნირი სალიცენზიო შეჯიბრებაა, სადაც ტოკიოს 2020 წლის საგზურების მოსაპოვებლად ქალებში ლიზი კილაძე, ხოლო ვაჟებში - ლევან ქადაგიძე და ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებენ.
რაც შეეხება ნინო სალუქვაძეს, მას უკვე მოპოვებული აქვს ტოკიოს თამაშების ლიცენზია. ის ჯერჯერობით ჩვენი ერთადერთი ლიცენზიანტია, ხოლო ტოკიო მის კარიერაში მეცხრე თამაშები იქნება.

0.122718