ფეხბურთი

0:55 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვალიარელა: "სეზონის წინ ვინმეს რომ ეთქვა რონალდუს აჯობებო, შეშლილი მეგონებოდა"

იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ფაბიო კვალიარელა გახდა. გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელმა 36 წლის ასაკში კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და 37 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

შედეგად, ვეტერანმა იტალიელმა დუვან ძაპატას (23 გოლი), კშიშტოფ პიონტეკს (22) და კრიშტიანუ რონალდუს (21) აჯობა. კვალიარელამ განვლილი სეზონი შეაჯამა და თქვა, რომ ბომბარდირთა დავაში რონალდუს დაჯაბნას თავადაც ვერ წარმოიდგენდა.

„ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი სეზონი, ტიფოზების მიერ მოძღვნილი ბანერი კი 100 გოლზე მეტად ფასობს. მინდოდა მათთვის ბოლო ტურშიც გამეტანა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელი.

სეზონის დასაწყისში ვინმეს, შეშლილად ჩავთვლიდი, ამაზე ფსონს მეც არ გავაკეთებდი. მაგრამ ეს იყო სეზონი, რომელიც ჩარჩოში უნდა ჩავსვა“, - თქვა კვალიარელამ.

აქვე გეტყვით, რო 2018-2019 წლების სეზონში ფაბიო კვალიარელამ მიჯრით 11 მატჩში მოახერხა გოლის გატანა და გაბრიელ ბატისტუტას 1995 წელს დამყარებულ რეკორდი გაიმეორა.

0.112704