ჩოგბურთი

23:30 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი “როლან გაროსზე” პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე სასტარტო მატჩს, ხვალ, 27 მაისს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა “როლან გაროსზე” მე-15 ნომრადაა განთესილი, მისი მეტოქე კი ხუან იგნასიო ლონდერო იქნება. ქართველი და არგენტინელი ჩოგბურთელების შერკინება მე-9 კორტზე პირველ წყებაში ჩაინიშნა და თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელ გათამაშებაში ბასილაშვილმა პირველივე რაუნდში ფრანგ ჟილ სიმონთან 4:6, 0:6, 7:6 (7:4), 4:6 დამარცხდა, ამდენად, წლეულს სარეიტინგო წინსვლის კარგი შანსი აქვს.

ლონდეროს დამარცხების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზეა, აქტივს 35 ქულას შემატებს და გერმანელი მიშა ზვერევისა და ფრანგი რიშარ გასკეს წყვილში უმჯობესს დაელოდება.

0.137876