როჯერ ფედერერმა როლან გაროსის პირველ წრეში იტალიელი ლორენცო სონეგო 6:2, 6:4, 6:4 დაამარცხა. ფედერერს დღემდე საფრანგეთის ღია პირველობაზე ბოლო 2015 წელს ჰქონდა ნათამაშები. მაშინ ფედერერმა ¼-ფინალში თავის თანამემამულესთან, სტენ ვავრინკასთან სამ სეტში წააგო.
სონეგოს დამარცხებას საათი და 43 წუთი დასჭირდა. ფედერერმა სამივე სეტი იოლად მოიგო.
1/32-ფინალში როჯერი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 145-ე ნომერი გერმანელი ოსკარ ოტე იქნება. მატჩი 28 მაისს გაიმართება.