ფეხბურთი

21:30 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიაში

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო, 32-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ვოლფსბერგერს“ ესუმრა და 1:2 წააგო. გრაცელები მე-11 წუთზე ჯონ ლემამ დააწინაურა, რომელსაც საგოლე პასი კიტეიშვილმა გაუკეთა.

„შტურმი“ სასურველ ანგარიშს 78-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ორი უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა. ოთარმა კი ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ კიტეიშვილმა 2018-2019 წლების სეზონში 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

„შტურმისთვის“ სეზონი ჯერ არ დასრულებულა, რადგან ტიპიკო ბუნდესლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს, მეტოქე კი ამ ეტაპზე უცნობია.

0.11567