ფეხბურთი

23:10 | 26.05.2019 | ნანახია 546 - ჯერ

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ორტოტეკ გაზილერი" გახდა

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება „ორტოტეკ გაზილერის“ გამარჯვებით დასრულდა. თურქულმა კლუბმა ფინალურ შეხვედრაში დინამო ალტაი დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხა და ტიტულის მფლობელი გახდა.

ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის მიერ ორგანიზებული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, რომელიც თბილისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მესამე საპრიზო ადგილი ვარშავის ლეგიამ დაიკავა. პოლონურმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში ირლანდიური კორკ სიტი 3:2 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე გამორჩეულმა გუნდებმა და მოთამაშეებმა სპეციალური პრიზები მიიღეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი მატეუშ ვიდლაკი, გენერალური მდივანი საიმონ ბეიკერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მონაწილეობდნენ.

ტურნირის ინდივიდუალური პრიზები

საუკეთესო მეკარე - ფილიპ გრეისი (ევერტონი)
ჩემპიონთ ლიგის ბომბარდირი - სავაშ კაია 9 გოლი (ორტოტეკ გაზილერი)
საუკეთესო ფეხბურთელი - აბდერაუფ უჩენე (ორტოტეკ გაზილერი)

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა თურქულმა კლუბმა, თბილისში გამართული ოთხივე მატჩი მოიგო, 27 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში გოლი არ მიუღია.

ტურნირის საბოლოო ცხრილი
1.ორტოტეკ გაზილერი (თურქეთი)
2.დინამო ალტაი (რუსეთი)
3.ლეგია ვარშავა (პოლონეთი)
4.კორკ სიტი (ირლანდია)
5. ევერტონი (ინგლისი)
6. თბილისი (საქართველო)

ფინალი | ორტოტეკ გაზილერი - დინამო ალტაი 7:0

ორტოტეკ გაზილერი: არსლანი, ტასტანი, ედინჩი, უჩენე, კაია, კურუიამაჯი, გულესი.

სათადარიგო შემადგენლობა: კარაასლანი, კეიო, ბოზკუსი, საღლამი, მუტაევი.

მთავარი მწვრთნელი: ისმაილ თემიზი

დინამო ალტაი: ოშეპკოვი, კრივოლუცკი, კინაკინი, გოტოვსკი, ჟილინი, მოშკინი.

სათადარიგო: ტელუქსი

მთავარი მწვრთნელი: სერგეი კვასოვი

გოლები: გულესი (6, 7), კრივოლუცკი (ს.კ) (36), კურუიამაჯი (38), კაია (40, 43, 48)

პირველი ნახევარფინალი | დინამო ალტაი - ლეგია 4:1

დინამო ალტაი: ოშეპკოვი, უპოლოვი, ასტაპენკო, გოტოვსკი, შუკუროვი, ჟილინი, მოშკინი.

სათადარიგო: კინაკინი, ტელუქსი, კრივოლუცკი.

მთავარი მწვრთნელი: სერგეი კვასოვი

ლეგია: პოპლავსკი, ბამგბოპა, კოზუჩი, სტანეცკი, კრშჟიშეკი, კაბალა, კუსინსკი.

სათადარიგო: ზდზიბორსკი, ვიკროტა, ზებროვსკი, კლესნიაკი, კარშევსკი.

მთავარი მწვრთნელი: მატეუშ სჩეპანიაკი

გოლები: გოტოვსკი (3) - შუკუროვი (10) - კოსინსკი (29) - ჟილინი (39) - ოპოლოვი (48)

მეორე ნახევარფინალი | ორტოტეკ გაზილერი - კორკ სიტი 8:0

ორტოტეკ გაზილერი: არსლანი, ტასტანი, ედინჩი, უჩენე, კაია, კეიო, გულესი.

სათადარიგო შემადგენლობა: კარაასლანი, კურუიამაჯი, ბოზკუსი, საღლამი, მუტაევი.

მთავარი მწვრთნელი: ისმაილ თემიზი

კორკ სიტი: დაფი, საუნდერსი, შ. მერფი, კეჰილეინი, ო' რურკი, მაკევოი, რ. მერფი.

სათადარიგო: კორქერი, ჰოი, ბლაგი, ჰიკი.

მთავარი მწვრთნელი: კრისტოფერ მაკდერმოტი

გოლები: უჩენე (3, 9), გულესი (26, 29), კაია (32, 33), ბოზკუსი (47), უჩენე (49)

მატჩი მესამე ადგილისთვის | ლეგია - კორკ სიტი 3:2

ლეგია: პოპლავსკი, ბამგბოპა, კოზუჩი, სტანეცკი, ვიკროტა, კაბალა, კუსინსკი.

სათადარიგო: ზდზიბორსკი, კრშჟიშეკი, ზებროვსკი, კლესნიაკი, კარშევსკი.

მთავარი მწვრთნელი: მატეუშ სჩეპანიაკი

კორკ სიტი: დაფი, საუნდერსი, შ. მერფი, კეჰილეინი, ო' რურკი, მაკევოი, რ. მერფი.

სათადარიგო: კორქერი, ჰოი, ბლაგი, ჰიკი.

მთავარი მწვრთნელი: კრისტოფერ მაკდერმოტი

გოლები: კოზუჩი (2) - რ. მერფი (4) - კეჰილეინი (22) - კოზუჩი (27) - კაბალა (41)

მატჩი მეხუთე ადგილისთვის | თბილისი - ევერტონი 0:4

თბილისი: მეგრელიშვილი, სამხარაძე, ჩაჩანიძე, შატვეროვი, შაუმიანი, ბაბუციძე, გოგიტიძე.

სათადარიგო: ჩადუნელი, უჩავა, გელაშვილი, დუმბაძე, მუმლაძე, ორობინსკი.

მთავარი მწვრთნელი: თამაზ შამუგია

ევერტონი: გრეისი, ჯონსონი, ჰილდი, ტვიდი, ოკი, რამსდენი, ვოლფენდენი.

სათადარიგო: მიჩელი, ბრიტლსი, რაიმსი, სეპტონი.

მთავარი მწვრთნელი: მარკ დოლანი

გოლები: რამსდენი (19) - ტვიდი (29) - რამსდენი (38) - ჰილდი (39)

www.gff.ge


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:17 | 25.12.2018
RHP (3623)

4 ქულა კაია მარა ეს არაფერს არ ნიშნავს მთავარი ისაა რომ სიტის უძლეველობის კომპექსი ჩელსიმ და ახლა პალასმა ძირს დასცეს ყველა ვერ მოუგებს მაგრამ აქამდე თუ უბრალოდ იდგნენ სიტისთან მოედანზე (მაგალითად სოტონი ვესტჰემი და კიდე რამდენიმე საერთოდ უმოძრაოდ მოგებული თამაში ჰქონდათ წელს) ახლა მიხვდებიან რო ბრძოლას მაინც აქვს აზრი მთავარი ესაა
ეტიჰადამდე 4 ქულა ნამდვილად უნდა შევინარჩუნოთ რომ სიტი ვაიძულოთ ბოლომდე შემოგვიტიოს ენფილდზე საერთოდ სხვა თამაში ითამაშა პეპმა უფრო კონტრაზე და ჩაკეტილი თამაშის მერეც განაცხადა მხოლოდ გიჟი თუ გახსნის ლივერპულთან ბოლომდე თამაშსო მაგიტომაც ვერაფერი ვერ ქნა ლივერპულმა სიტის კი იმკონტრაზეც კი შეექმნა შანსები მაგალითად პენალტი შემთხვევითOბა იყო მაგრამ მაინც კონტრშეტევა იყო ახლა კი მოუწევს თავის თავზე გადახტომა პეპიკოს და მანდ შეიძლება დაჭერა ნუ პირველი წრისგან განსხვავებით უფრო მეტი შანსი გვექნება დარწმუნებული ვარ
მანჩესტერს წარმატებები :დ არაა ჩვენი კონკურენტი ამ ეტაპზე

18:47 | 23.12.2018
ogafa (10220)

კია დაქოქილი ჯერჯერობით

14:32 | 23.12.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

ლივერპულის 4 ქულიანი ფორა უკვე თემაა. ეხლა მთავარია საშობაო DეDისტ***ნა გადააგორონ ღირსეულად კლოპის ბიჭებმა და დანარჩენს პახოდუ მოევლება.
მთავარია ყველანაირი რესურსი არსებობს, რომ სიტისთან ბოლომდე იბრძოლონ.

14:24 | 23.12.2018
armenakich13 (577)

კაცი დანიშნული არ იყო და უკვე ზოგი ექსპერტი აუ როდის გაუშვებენ აუ ნეტა ვინ შეცვლის ნეტა პსჟ რა ანგარიშით გაანადგურებს, მანჩესტერს კიდე ასეთი გამოუცდელი ტრენერი უნდოდა და ა.შ . დავიწყოთ მისი შედეგებით კაცმა 13 წლიანი პაუზის შემდეგ მიოლდე გაიყვანა ევროტურნირებზე საკვალიფიკაციოებზე ჰყავს გაგდებული ისეთი გუნდები როგორეებიცაა ჰერენვენი და სტანდარტი ხოლო იმ ჯგუფში გავიდა პირველზე სადაც იყვნენ : ფენერბაჰჩე, აიაქსი და სელტიკი, წლევანდელ სეზონში კი პლეიოფში რა ბრძოლა გაუმართა ზენიტს.... მიოლდე 2ჯერ ჩემპიონი გახადა ნორვეგიის 2ჯერ ვიცეჩემპიონი, აქვს სუფთა მანჩესტერული შემტევი ტაქტიკა და სტრატეგია არის ძალიან ელეგანტური მწვრთნელი და ზის მანჩესტერის ფილოსოფიაში, ხოდა კიდე ზიდანი როცა რეალში დაინიშნა რა სამწვრთნელო მიღწევები ჰქოონდა?! იყო რეალის მეორე გუნდის მწვრთნელი და ანჩელოტის ასისტენტი მაგრამ კაცმა ზედიზედ 3 ჯერ დადო ჩ.ლიგა ასე რომ დრო გვიჩვენებს რო ეს კაცი მართლაც ძაალიან კარგი მწვრთნელია და მჯერავს მანჩესტერში ბევრ და კარგ სეზზონებს ჩაატარებს. ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს რადგან ეს მხოლდ კარდიფი იყო მაგრამ მე ამ კაცის მჯერავს

13:20 | 23.12.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

4ქულა სიტი ლივერპულამდე თუ შენარჩუნდა კაია

11:29 | 23.12.2018
Digmeli (188)

კარდიფთან თამაში დიდი საზომი ვერააა მაგრამ ესე ლამაზი თამაში დასაფასებელია. სწორი შემადგენლობა და მოტივაცია. ლოვერპულს კარგი საჩუქარი გაუკეთეს 4 ქულა ცოტა წნეხს მოუხსნის.

02:14 | 23.12.2018
BATIGOLI 9. (4375)

მკვლელი ბავშვის სახით

01:51 | 23.12.2018
lagashi (6738)

ვიცოდი რომ კარგი მატჩი გამოვიდოდა..

01:16 | 23.12.2018
XoMe (1384)

ყოველშემთხვევაში ფეხბურთს მაინც თამაშობდნენ, დანარჩენი ვნახოთ : )

0.375508
546