საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ჯონ კოუტსის განცხადებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების შეჯიბრებებზე დასასწრები ბილეთების მსურველ გულშემატკივართა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა.
2020 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს საკოორდინაციო კომისიის საინსპექციო ჯგუფი სტუმრობდა. კომისიამ, რომელიც მერვედ იმყოფებოდა ტოკიოში, უშუალოდ შეისწავლა რიგი ოლიმპიური ობიექტების მოწყობის პროგრესი.
„ტოკიოში ჩვენი ვიზიტისას ბილეთებზე მოთხოვნის განაცხადებმა 5-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. წარმატებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩასატარებლად ფუნდამენტია შექმნილი. კომისია უშუალოდ აკვირდებოდა ზოგიერთი ობიექტის მშენებლობის პროგრესს, მათ შორის არის საწყლოსნო ცენტრი და ოლიმპიური სოფელი," - ჯონ კოუტსის შეფასებას ვიტყობთ IOC-ის ოფიციალური გვერდიდან.
საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, კომისიის წევრები ასევე სტუმრობდნენ აპრილში გახსნილ მშვილდოსანთა სარბიელს. კომისიაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ტრანსპორტის მართვასთან დაკავშრებულმა კონკრეტულმა ზომებმა, ასევე უამინდობის შემთხვევაში შემუშავებულმა სამოქმედო გეგმამ.
www.geonoc.org.ge