ჩინეთის გრან პრიზე მორიგი მედალი მოიპოვა ლევან მატიაშვილმა. ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, გერმანელი იოჰანეს ფრეი დაამარცხა.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ღირსებას 6 ძიუდოისტი იცავდა და მედლის მოპოვება მხოლოდ ორმა სპორტსმენმა შეძლო.
ქართველმა ძიუდოისტებმა ჰოჰოტის გრან პრიზე გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ მესამე საპრიზო ადგილის დაკავებმა გიორგი პაპუნაშვილმაც მოახერხა.