იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი "მარსელს" დაემშვიდობა. ფეხბურთელი ზამთარში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. მარიომ ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით კლუბის ყველა წევრს მადობა გადაუხადა.
28 წლის თავდამსხმელმა "მარსელის" მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიური მედიის ინფორმაციით კი ბალოტელი მოლაპარაკებას "ბრეშასთან" აწარმოებს, რომელიც სერია A-ში დაბრუნდა და შესაძლოა უახლოეს მომავალში იტალიელი ახალ გუნდში ვიხილოთ.