ჩოგბურთი

13:14 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიონის ტურნირი პერმა მოიგო

ლიონში გამართული 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი ბენუა პერის გამარჯვებით დასრულდა. ფრანგმა ფინალურ დაპირისპირებაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველი ფელიქს ოჟე-ალიასიმი 6:4, 6:3 დაამარცხა და კარიერაში მესამე ტურნირი მოიგო. 18 წლის კანადელი კი მეორედ გავიდა ფინალში და ამჯერადაც დამარცხდა.

მარტის თვეში პერმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზა დაბალი რეიტინგი 69-ე ადგილი დააფიქსირა, თუმცა ამ ტურნირის მოგების შემდეგ 250 ქულა მიიღო და 40-ეულში დაბრუნდება. კანადელმა კი 150 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში ორშაბათს 22-ე ადგილზე იქნება, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

0.117106