ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლების სუპერფინალში ერთმანეთს „გოლდენ სტეიტი“ და „ტორონტო“ დაუპირისპირდებიან.
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ტორონტომ“ „მილოუკს“ 4:2 მოუგო. მილოუკელები სერიას 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ კანადელებმა ზედიზედ ოთხი შეხვედრის მოგება მოახერხეს.
„ტორონტომ“ აღმოსავლეთ კონფერენცია ისტორიაში პირველად მოიგო.
მეექვსე შეხვედრაში კანადელებმა მეტოქეს 100:94 აჯობეს. მეორე პერიოდში „ბაქსი“ 15 ქულით იგებდა, თუმცა ტორონტოელებმა მატჩში გარდატეხა მეოთხე პერიოდში მოახდინეს, რომელიც 29:18 მოიგეს. შეხვედრაში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 17 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი შესძინა. იანის ადეტოკუმპოს 21 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა.
სუპერფინალში მოედნის უპირატესობა „ტორონტოს“ აქვს, რადგან რეგულარულ სეზონში „გოლდენ სტეიტმა“ 57 შეხვედრა მოიგო, ხოლო „ტორონტომ“ – 58.
სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა 31 მაისს კანადაში თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.
„ტორონტო“ – „მილოუკი“ 100:94 (18:31, 25:19, 28:26, 29:18)
https://www.youtube.com/watch?v=joQ75X2brJ8
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოსალოცია
როგორც გურულები იტყვიან ერთი "აბდრული" უნდა ვთქვა ამ ჩუენსუსათვის ხომ არ მიგვეცა საქართველოს მოქალაქეობა როგორც ვუYურებ მაგნაირი მარჯვენა მცველი ჩვენს ნაკრებს არ ყავს შეტავაში კარგად მიდის დაცვაში კაცი ვერ გაექცევა, ფიზიკაშიც კარგია და ტექნიკურიცაა.
კაი იქნება მარა რასისტები არიან ბლომად...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
Aba guriasgan chikhura 6 quliania eqvseulshiii.vis visi vali aq vegar gaigeb.win mouxedavat gavrbivart ukan.wina turshi supertasis vali(1-5)iqna gastumrebuli da a.sh.
გპირდები რომ ჩიხურა გურიასგან ლანჩხუთიდან ქულას ვერ წაიგებს და არ გინდა ეს ჭორიკნული საუბარიი )))
ვახ ვახ რამდენი ხალხიაა დინამოსთან ან თუნდაც ზესტასთან რამდენი მივააა
)
ლანჩხუთლებმა გადარია მთელი დუნიაა )))