გიბრალტარის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალენ ბულამ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებთან 14 ოქტომბერს დაგეგმილი საშინაო მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ირლანდიასთან 11 ოქტომბერს გასამართი შეხვედრისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებს, ქართველებთან დაპირისპირებისთვის გიბრალტარელთა თავკაცმა რამდენიმე მოთამაშე დაამატა.
გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბულას არჩევანი ასეთია:
მეკარეები: ჯორდან პერესი (“ლინკოლნ რედი”), ჯეიმ რობა (“კოლეჯ ევროპა”).
მცველები: სკოტ ვაისმენი (“პრესტონი”), როი ჩიპოლინა, რაიან კაშარო, ჟან კარლოს გარსია, ჟოზეფ ჩიპოლინა (ყველა “ლინკოლნ რედი”), დავიდ არტელი (“ბალა თაუნი”), ჯონ სერგანტი, იოგენ სანტოსი (ორივე “მანჩესტერ 62”).
ნახევარმცველები: ლაიმ უოლკერი, ბრაიან პერესი (ორივე “ლინკოლნ რედი”), ჯერემი ლოპესი, ენტონი ერნანდესი, არონ პაია (ყველა “მანჩესტერ 62”), ჯეიკ კოსლინგი (“ბრისტოლი”), რაფა ბადო, რობერტ გუილინგი (ორივე “ლუნქსი”), ჯეიმი ბოსიო (“კოლეჟ ევროპა”).
თავდამსხმელები: კეილ კაშარო, ლი კაშარო (ორივე “ლინკოლნ რედი”), ადამ პრესტლი (“ფერსლი”).
გიბრალტარი-საქართველოს მატჩი პორტუგალიის ქალაქ ფარუში გაიმართება, ვინაიდან გიბრალტარში არაა სტადიონი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია