ფეხბურთი

22:10 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სელტიკმა" შოტლანდიის თასი ზედიზედ მესამედ მოიგო

2018/19 წლების სეზონის შოტლანდიის თასი მფლობელი გლაზგოს "სელტიკი" გახდა. ფინალურ მატჩში ნილ ლენონის გუნდმა "ჰართსი" 2:1 დაამარცხა და თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.

გლაზგოელებმა თასი არსებობის განმავლობაში 39-ედ მოიგეს. აწ უკვე გასულ სეზონში "სელტიკი" შოტლანდიის ჩემპიონი ზედიზედ რვაჯერ და ჯამში 50-ედ გახდა. ლენონის გუნდმა ასევე ლიგის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13488