ფეხბურთი

22:34 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „არ ვიცი როდის დავიწყებ მუშაობას“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ არ იცის როდის განაახლებს სამწვრთნელო კარიერას.

„როდის განვაახლებ სამწვრთნელო კარიერას? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ემოციები ამ საკითხში ზედმეტია. რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მივიღო. არ არის საჭირო ნებისმიერ ვარიანტზე დათანხმება, მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაობის დაწყება მინდა. სწორი პროექტი უნდა მოვძებნო, რომელიც მოტივაციას მომცემს.

ასისტენტებთან ერთად ბევრს ვმუშაობ, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. დიდი გამოწვევებისთვის უნდა ვიყოთ მზად. დაფიქრებაა საჭირო, გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღება.“ - უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ტელრეარხ Sky Sports-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112832