ფეხბურთი

19:45 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ-მ ტუხელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ და ტომას ტუხელმა თანამშრომლობა განაახლეს. აღნიშნულ ინფორმაციას პარიზული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

შეთანხმების საფუძველზე გერმანელი პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. ძველი ხელშეკრულება კი 2020 წელს იწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტუხელმა „პარი სენ ჟერმენი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. მასთან ერთად პარიზელებმა ერთადერთი ტიტული, საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგეს. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ მერვედფინალში, საფრანგეთის ლიგის თასზე მეოთხედფინალში, ხოლო საფრანგეთის თასზე ფინალში დამარცხდა.

Loading...
სტატისტიკა
0.275194