ფეხბურთი

16:22 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტის" ფანების სამაგალითო საქციელი: ევროპა ლიგის ფინალის 300 ბილეთი ბაქოს ბავშვთა სახლს!

ფრანკფურტის „აინტრახტის“ გულშემატკივრების საქველმოქმედო ინიციატივა და დიდსულოვანი საქციელი. Sky Sports-ის ინფორმაციით, გერმანული გუნდის ფანები ევროპა ლიგის ფინალი 300 ბილეთს ბაქოს ბავშვთა სახლს საჩუქრად გადასცემენ.

საქმე ისაა, რომ „აინტრახტის“ ქომაგებმა ბაქოში გასამართი ფინალის ბილეთები იქამდე შეიძინეს, სანამ ფინალისტების ვინაობა გაირვევოდა. საბოლოოდ, მათი საყვარელი გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა და ახლა გადაწყვიტეს კეთილშობილური ნაბიჯი გადადგან.

მიუხედავად იმისა, რომ ქომაგების ნაწილმა ფინალზე წასვლა მაინც გადაწყვიტა, პეტიციას 300-მდე გულშემატკივარი შეუერთდა და ბილეთების ბაქოს ბავშვთა სახლზე გადაცემის თანხობა განაცხადეს. გარდა ამისა, თანხის შეგროვებაც დაიწყეს და წყაროს ცნობით, უკვე 1000 ევრომდე დააგროვეს, რაც ასევე ბავშვების ფონდში გადაირიცხება.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ფინალი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე 29 მაისს გაიმართება და „არსენალი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

სტატისტიკა
0.225493