ძიუდო

15:20 | 25.05.2019 | ნანახია 970 - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა წარუმატებელი დღე ჰოჰოტში

ჩინურ ჰოჰოტში მიმდინარე გრან პრიში დღეს 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაება, თუმცა, მათ ჯამში მხოლოდ 1 ორთაბრძოლა მოიგეს და ცხადია, კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი იაშვილი საწყის რაუნდში ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინთან ვაზარით იგებდა, თუმცა, იპონზე დაეცა.
81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილმა ფრანგ ნიკოლა შილარს ვაზარით აჯობა და მომავალ ჩემპიონ – ირანელ საეიდ მოლაეისთანაც ვაზარი მიითვალა, მაგრამ იპონს ვერ გადაურჩა.
ამავე წონაში კობა მჭედლიშვილმა ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან ვაზარით წააგო.
ჩინურ გრან პრიზე დასკვნითი ორთაბრძოლები 26 მაისს შედგება. გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ.) საწყის რაუნდში თავისუფალია და მე-2 წრეში რუს რომან დონცოვსა და ამერიკელ კოლტონ ბრაუნს შორის უმჯობესს ელის.
ასევე ისვენებს უშანგი მარგიანი, რომელიც მერვედფინალში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსსა და ჩინელ რიგედე ბუს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.
მძიმე წონაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) ეყოლება, რომელიც ბრძოლაში ასევე მერვედფინალიდან ჩაებმება. მისი მეტოქე რუსი ანტონ ბრაჩევისა და ჩინელი იონჯიე იინის შერკინებაში ირკვევა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:43 | 26.05.2019
zviadi-shxefi (6306)

სამწუხაროდ თითქოს გაუცხოვდა ძიუდო. ადრე ნებისმიერ ტურნირზე მიძღვნილ თითო სტატიაზე კომენტარების რაოდენობა 100 აჭარბებდა, ახლა კი? სამწუხაროა ძალიან და რა ფენომენია ჩვენში ასეთი ყველანაირად რომ ცდილობენ ხალხის სიყვარული სიძულვილად უქციონ.

14:57 | 26.05.2019
G.G.G (346)

ბევრი მიზეზი შეიზლება ამ ყველაფერს ქონდეს. მათ შორის ალბათ შიდა არეულობები. მაგრამ ალბათ მხოლოდ ესე არ არის მიზეზი...

0.134244