ნაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს დადებითი ბალანსი უკვე განაღდებული ჰქონდა, თუმცა ამ ორთაბრძოლის მოგება პრესტიჟის ამბავი უფრო იყო, ვიდრე საჭიროების.
ჩვენებურის მეტოქე ჯურიოს მე-5 ნომერი ცურუგიშო იყო, რომელმაც გაგას იორიკირის ილეთით აჯობა. ეს მათი მე-10 დაპირისპირება იყო და იაპონელმა ბალანსი გაიუმჯობესა -6 მოგება 4 მარცხის საპირისპიროდ.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე დაიამამი იქნება, რომელტანაც 4 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ბალანსი თანაბარია: - 2 მოგება 2 მარცხის საპირისპიროდ.
ჯურიოს ლიდერმა ტაკაგენჯიმ კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობა კიდევ უფრო გაიმყარა. მისი მეტოქე მე-5 მაეგაშირა დაიშომარუ იყო და მას ჩვეულ სტილში იორიკირის ილეთით აჯობა.
ტაკაგენჯის შემდგომ ყველაზე მეტი - 10 მოგება და 4 მარცხი კოტოიუკს აქვს. 9:5-ზე ბალანსი კი მხოლოდ ერთ მონაწილეს - ტობიზარუს აქვს.
დადებითი ბალანსის გასანაღდებლად ხვალ 9 სუმოისტი: ტაკანოშო, იუტაკაიამა, მიტორიუ, არავაში, აზუმარიუ, ჰიდენოუმი, დიოშომარუ, ამინიშიკი და სეირო იბრძოლებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეტი აღარ ქნა )
ჯანო , კი მართალი რუსეთი დიდა,მაგრამ რუქაზე სხვა ქვეყნებიც არსებობენ თან საფეხბურთო ქვეყნები,ევროპა ,ევროპა,ევროპა .
stripslashes((strlen('http://www.cup.ge/news/8596--.html')>0?'http://www.cup.ge/news/8596--.html':'http://www.cup.ge/news/8596--.html')) პელიგრინის აკრიტიკებენ
1 მაგისიც
stripslashes((strlen('http://www.cup.ge/news/8596--.html')>0?'http://www.cup.ge/news/8596--.html':'http://www.cup.ge/news/8596--.html')) პელიგრინის აკრიტიკებენ, ეს და სხვა უახლესი სიახლეები
მოუხმე ჯანო ჭკუას დროულად.
წადი რა საერთოდ ამ სპარტაკი
binsys.ge
რაღა გვიჭირს