ფეხბურთი

2:05 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის საგოლე პასი "მალაგასთან" (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში გიორგი პაპუნაშვილის „სარაგოსა“ „მალაგას“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე მოახერხა დაწინაურება, საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

ქართველი შემტევი, რომელმაც წინა ტურში გოლი გაიტანა, ამჯერად ძირითად შემადგენლობაშ მოხვდა და საგოლე პასიც მიითვალა. მე-9 წუთზე პეპ ბიელმა სწორედ მსიი გადაცემის შემდეგ გააგრძელა იერიში და მეტოქის კარიც აიღო.

გიორგიმ იქამდე, მე-2 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო 58-ე წუტზე შეცვალეს. „სარაგოსამ“ კი ანდალუზიელებთან 1:3 წააგო და შინ უქულოდ დაბრუნდა.

არაგონელები 40 თამაშში მოპოვებული 50 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

0.11383