ფეხბურთი

22:55 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" პირველი ფრე მიმდინარე სეზონში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ბოლო მატჩში გორის "დილამ" "საბურთალო" მიიღო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმრები 67-ე წუთზე გიორგი დიასამიძის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებლამ წონასწორობა მალევე, 76-ე წუთზე აღადგინეს.

აღნიშნული ფრე მოქმედი ჩემპიონისთვის მიმდინარე სეზონში პირველი იყო. "საბურთალოს" 31 ქულა მოუგროვდა და ბათუმის "დინამოსთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. "დილას" 18 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს შიდაქართლელები 28 მაისს სტუმრად "ტორპედოსთან" ჩაატარებენ, ხოლო ამავე დღეს თბილისელები "ვიტ ჯორჯიას" მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123504