სხვა

23:15 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“მოსკოვის ხმალი” – პირველი დღის შედეგები

რუსეთის დედაქალაქში სტარტი აიღო გრან პრიმ ხმლით ფარიკაობაში სახელწოდებით “მოსკოვის ხმალი“.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ მარდალეიშვილმა პირველ რაუნდში ამერიკელ კამარ სკიტს 15:5 სძლია, შემდეგ კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოსთან 7:15 წააგო. რაც შეეხება ბექა ბაზაძეს, ის ეგვიპტელ ზიად ელსისს ვერ გაუმკლავდა – 9:15.
ტურნირი ხვალ გაგრძელდება და თბილისის დროით 10:00 საათიდან ქალთა შორის ჯგუფურ ეტაპზე ლიკა ჯიჯეიშვილი და თეოდორა კახიანი იასპარეზებენ.
14:30 საათიდან კი კაცთა შორის ძირითადი ეტაპი დაიწყება და სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქე მასპინძელთა წარმომადგენელი ანატოლი კოსტენკო იქნება.

0.104707