ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ შაფათავამა და მისმა ბრიტანელმა მეწყვილე ემილი ვებლი-სმითმა გასულ კვირებში ზედიზედ ორი 25-ათასიანი ტურნირი მოიგეს, დღეს კი, წარმატებული სერია შეუწყდათ.
სოფო და ემილი იერუსალიმში მე-2 განთესვით ირჯებოდნენ, თუმცა, დღეს ბელარუსულ-სლოვაკურ დუეტთან (ჰატოუკა-მიჰალიკოვა) 1:6, 2:6 წააგეს.